Jump to content
Planeta.Ge

საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს


საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში ადგილობრივი მცხოვრები, 55 წლის თამაზ გლურჯიძე ე.წ საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინფორმაციას ადასტურებს.

სოფელი ბერშუეთი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარეობს და ოკუპირებულ სოფელ წინაგარს და ღრომის ხეობას ესაზღვრება. გლურჯიძის ნათესავების თქმით, ის თანასოფლელთან სტუმრად იმყოფებოდა, იქიდან წამოსვლის შემდეგ კი სახლში აღარ მისულა. მათივე სიტყვებით, კაცი მოგვიანებით ოჯახის წევრებს ტელეფონით დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ ოკუპირებულ ცხინვალში, იზოლატორში იმყოფებოდა.

ამჟამად ცხინვალის ციხეში, გლურჯიძის გარდა, საქართველოს ოთხი მოქალაქეა. მათ შორის ერთ-ერთი ყოფილი სამხედრო მოსამსახურე მამუკა ჩხიკვაძეა. საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებას საქართველოს ხელისუფლება ერგნეთის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე მოითხოვს.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...