Jump to content
Planeta.Ge

„მაიმუნის ყვავილის” ეპიდემია WHO-მ გლობალურ საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა


ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აფრიკის გარკვეულ ნაწილში „მაიმუნის ყვავილის” გავრცელება გლობალურ საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა.

ამ ვირუსულმა დაავადებამ კონგოს რესპუბლიკაში თავდაპირველი გავრცელების დროს, სულ მცირე, 450 ადამიანი იმსვერპლა. ამჯერად ის გავრცელდა ცენტრალურ და აღმოსავლეთ აფრიკის ნაწილებშიც, რის საფუძველზეც WHO-მ საგანგებო კომიტეტი მოიწვია.

WHO-ს ხელმძღვანელის განცხადებით, დაავადების გავრცელების პოტენციალი აფრიკის მასშტაბით და მის ფარგლებს გარეთ „ძალიან შემაშფოთებელია”.

„მაიმუნის ყვავილი” (Mpox) ვრცელდება ახლო კონტაქტით და ახასიათებს გრიპის მაგვარი სიმპტომები, ასევე, გამონაყარი და შესაძლოა, ფატალურად დასრულდეს.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...