Jump to content
Planeta.Ge

გაეროში რუსმა დიპლომატმა აგვისტოს ომზე „ოცნების” განცხადება გაიმეორა


გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის პირველმა მოადგილემ, დმიტრი პოლიანსკიმ აგვისტოს ომზე საუბრის დროს „ქართული ოცნების” ციტატა გამოიყენა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა” ავრცელებს.

კერძოდ, მან მმართველი პარტიის ბოლო განცხადებიდან მაგალითად მოიყვანა ის მონაკვეთი, სადაც ომის დაწყებაში მიხეილ სააკაშვილია დადანაშაულებული და აღნიშნულია, რომ მისი „ქმედებები არა მისი ფსიქიკური გაუწონასწორებლობის, არამედ გარედან დაკვეთილი და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგი იყო”.

„ეცადეთ, გაიხსენოთ ეს სიტყვები, როცა მოგვიანებით ამ ტრიბუნაზე ჩვენი დასავლელი კოლეგები გამოვლენ და მოიტყუებიან იმის შესახებ, თუ რა მოხდა იმ მომენტში”, – თქვა მან.

7 აგვისტოს აგვისტოს ომთან დაკავშირებით „ქართულმა ოცნებამ” ვრცელი განცხადება გაავრცელა და კვლავ „ნაციონალური მოძრაობის” პასუხისმგებლობაზე ისაუბრობა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ „უმნიშვნელოვანესია, ამ მოვლენებს სათანადო სამართლებრივი შეფასება მიეცეს”, რაც მათი მტკიცებით არჩევნების შემდეგ „აუცილებლად ასე მოხდება”.

publika

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...