Jump to content
Planeta.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი - კურსკის რეგიონში დღეს კარგი წინსვლაა, ვაღწევთ ჩვენს სტრატეგიულ მიზანს


უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ კურსკის რეგიონში წინსვლას, ვაღწევთ სტრატეგიულ მიზნებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

“კარგი წინსვლაა დღეს კურსკის რეგიონში - ვაღწევთ ჩვენს სტრატეგიულ მიზანს. მნიშვნელოვნად შევავსეთ, ასევე, ჩვენი სახელმწიფოს გაცვლითი ფონდი [რუსი ტყვეების რაოდენობა],” - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სხდომა ჩაატარა მთავრობის წარმომადგენლებთან, რომელიც კურსკის რეგიონში უკრაინელი სამხედროების ქმედებების მხარდაჭერას ეძღვნებოდა.

“მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა წესების დაცვით ომობს და ჰუმანიტარული საჭიროებები, რომლებიც ამ ტერიტორიაზე არსებობს, უნდა დაკმაყოფილდეს”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ინტერპრესნიუსი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...