მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ "მაიმუნის ყვავილთან" დაკავშირებით გლობალური საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთხელ გამოაცხადა
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ "მაიმუნის ყვავილთან" დაკავშირებით კიდევ ერთხელ გამოაცხადა გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობა.
ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეიესუსმა განაცხადა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ვირუსული ინფექციის კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და მის მეზობელ ქვეყნებში გავრცელებას მოყვა.
"აშკარაა, რომ კოორდინირებული საერთაშორისო პასუხი საკვანძოა გავრცელების შესაჩერებლად და სიცოცხლეების გადასარჩენად.
"მაიმუნის ყვავილის" აღმოჩენა და სწრაფი გავრცელება აღმოსავლეთ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკაში, მისი აღმოჩენა მეზობელ ქვეყნებში, სადაც აქამდე "მაიმუნის ყვავილი" არ დაფიქსირებულა, და მისი შემდგომი გავრცელების პოტენციალი აფრიკასა და მის მიღმა ძალიან შემაშფოთებელია”, - განაცხადა გებრეიესუსმა.
აღინიშნება, რომ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის გარდა, "მაიმუნის ყვავილის" შემთხვევა დაფიქსირდა ბურუნდიში, კენიაში, რუანდასა და უგანდაში.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.