ფინეთის პრეზიდენტი - უკრაინას კურსკის ოლქში ოპერაციის სრული უფლება აქვს
უკრაინას კურსკის ოლქში ოპერაციის სრული უფლება აქვს, - ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა განაცხადა.
„ის ფაქტი, რომ უკრაინა კურსკის მიმართულებით საბოლოოდ თავს იცავს, გარკვეული ძალებით, დაახლოებით, 30-40 კილომეტრის სიღრმეში შეაღწია, მათ ამის სრული უფლება აქვთ. უკრაინელების მოქმედებების შეზღუდვისთვის ჩვენ მიზეზს ვერ ვხედავთ“, - განაცხადა ალექსანდრ სტუბმა.
ფინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინას ფინეთის მიერ მიწოდებული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენება შეუძლია.
„ჩვენ არ გვაქვს შეზღუდვები იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი იარაღის გამოყენება შეუძლია უკრაინას და როგორ. უკრაინას სრული უფლება აქვს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში საკუთარი თავი დაიცვას“, - აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.