ჰელსინკის კომისია: საქმიანობის დასაფინანსებლად და ოპოზიციის შევიწროებისთვის „ოცნება“ ქოლ-ცენტრებიდან მიღებულ შავ ფულს ეყრდნობა
„თავისი საქმიანობის დასაფინანსებლად და ოპოზიციის შევიწროებისთვის „ქართული ოცნება“ მთელ მსოფლიოში მდებარე თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან მიღებულ შავ ფულს ეყრდნობა“,- წერს ჰელსინკის კომისიის ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელ X-ში.
„სახელმწიფო დეპარტამენტმა ამ ქოლ-ცენტრების საქმიანობა უნდა შეაჩეროს, რომლებიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიულ კამპანიას აფინანსებენ“,- წერია განცხადებაში.
აქამდე, 31 ივლისს, ჰჰელსინკის კომისიამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს „საქართველოში კორუფციისა და ბოროტი გავლენების მთავარი კვანძის” პრობლემის მოსაგვარებლად ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის ინდივიდუალური დასანქცირებისკენ მოუწოდა.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.