Jump to content
Planeta.Ge

ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია ირანს ისრაელზე თავდასხმისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ


დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ ისრაელის წინააღმდეგ ნებისმიერ თავდასხმაზე, რომელმაც შესაძლოა მეტად გაამწვავოს რეგიონული დაძაბულობა, პასუხისმგებლობა ირანს დაეკისრება.

განცხადება გაავრცელეს: ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა – ისინი ირანს და მის პარტნიორებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ თავდასხმებისგან.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ ემხრობიან მედიატორების აშშ-ის, ეგვიპტისა და კატარის პოზიციას, რომ ისრაელ-ჰამას შორის ცეცხლის შეწყვეტასა და მძევლების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებების გადადება აღარ შეიძლება.

კვირას ჰამასმა ორაზროვანი განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, მიიღებს თუ არა მონაწილეობას მიმდინარე კვირაში დაგეგმილ მოლაპარაკებების შეხვედრაში. ისრაელმა კი გასულ კვირას აღნიშნა, რომ შეხვედრაზე თავის წარმომადგენლობას გაგზავნის.

სამი ქვეყნის ლიდერის ერთობლივი განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც Axios-მა ისრაელის დაზვერვაზე დაყრდნობით დაწერა, რომ ირანის თავდასხმა უახლოეს დღეებში იგეგმება. ირანმა მუქარის შემცველი განცხადებები ჰამასის პოლიტიკური ლიდერის მკვლელობის შემდეგ გააკეთა.

 

publika

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...