Jump to content
Planeta.Ge

მიხეილ დაუშვილი - „ოცნება“ იტყუება, როდესაც საუბრობენ, რომ მათ აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვა უნდათ


ამ ვიზიტით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ოცნება” იტყუება, როდესაც საუბრობენ, რომ მათ აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვა უნდათ, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან სენატორ ჯინ შაჰინისა და კონგრესმენ მაიკ ტერნერის ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, სენატორმა და კონგრესმენმა პირდაპირ დაადასტურეს ის იმედგაცრუება, რომელიც მათ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდგომ დარჩათ.

„რაც შეეხება შეერთებული შტატების ორპალატიან და ორპარტიულ ვიზიტს საქართველოში, ფაქტობრივად ამ ვიზიტმა და კონგრესმენისა და სენატორის შემდგომმა პრესკონფერენციამ პირდაპირ და თვალნათლივ დაადასტურა 2 რამ: პირველი ის, რომ აშშ ქართველი ხალხის გვერდითაა და ის იქნება ქართველი ხალხის მთავარი მხარდამჭერი იმისათვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ხმები არჩევნებზე დაცული იყოს. ის, რომ არჩევნები ჩატარდეს ისეთ გარემოში, სადაც ჩვენი მოქალაქეები თავისუფლად შეძლებენ თავიანთი ნების გამოხატვას და არა ზეწოლის, მუქარისა და მოსყიდვის ქვეშ. მეორე, ამ ვიზიტით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ოცნება“ იტყუება, როდესაც საუბრობენ, რომ მათ აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვა უნდათ - ეს პირდაპირ აღინიშნა. სენატორმა და კონგრესმენმა პირდაპირ დაადასტურეს ის იმედგაცრუება, რომელიც მათ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდგომ დარჩათ. ეს ორი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი გამოიკვეთა ამ შეხვედრის შემდგომ”, - აღნიშნა დაუშვილმა.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...