Jump to content
Planeta.Ge

მაშველებმა მწვერვალ შხელდაზე გარდაცვლილი მთამსვლელის, არჩილ ბადრიაშვილის ცხედარი, დაახლოებით 3800 მეტრის სიმაღლეზე, კლდოვან ფერდობზე იპოვეს


შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე დაკარგული გარდაცვლილი მთამსვლელის ცხედარი, დაახლოებით 3800 მეტრის სიმაღლეზე, კლდოვან ფერდობზე იპოვეს.

უწყების ცნობით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მეხანძრე-მაშველების მიერ, შესაბამისი სპეც-ტექნიკისა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართულობით მთამსვლელის ცხედარი გადმოსვენებულია და შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს.

ცნობისთვის, მთამსვლელი არჩილ ბადრიაშვილი მწვერვალ შხელდაზე, სავარაუდოდ, მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა.
იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...