ნათია მეზვრიშვილი - შალვა პაპუაშვილი არჩევნებში დასავლურ ჩარევაზე ერთადერთი მიზნით საუბრობს: გადაფაროს მისი პერსონალური როლი ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემოს შექმნაში
"შალვა პაპუაშვილი არჩევნებში დასავლურ ჩარევაზე ერთადერთი მიზნით საუბრობს: გადაფაროს მისი პერსონალური როლი ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემოს შექმნაში. მას აბარია არჩევნებან დაკავშირებული დეზინფორმაციის და ტყუილების გავრცელება, შეითავსა მოძალადის როლიც და მისი მუქარის საფუძველზე რეალიზებული ძალადობის გადაფარვასაც დასავლეთის წინააღმდეგ სიცრუის გავრცელებით ცდილობს:
1. 26 ივლისს მან ბრიფინგზე დააანონსა ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემო და დაემუქრა ოპოზიციას ზონდერების ძალადობით. მისი მუქარა განავრცეს „ოცნების“ და მისი სატელიტი „ხალხის ძალის“ დეპუტატებმა;
2. ამას წინ უძღოდა პაპუაშვილის მიერ 11 ივლისს, მისსავე ფბ გვერდზე მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების და აქტივისტების მიმართ სახელობითი მუქარა, საიდანაც დაახლოებით 1 საათში აქტივისტ ბერძენიშვილს ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ;
3. როდესაც პარლამენტის თავმჯდომარეს ჰკითხეს, რას ფიქრობდა მის მიერ წახალისებულ ამ თავდასხმაზე, ძალადობის დაგმობის ნაცვლად, მან კიდევ უფრო მეტი ძალადობა დააანონსა;
4. 05 აგვისტოს პაპუაშვილის მუქარა რეალიზებული იქნა ბათუმში, როდესაც წინასაარჩევნო კამპანიას ვმართავდით. ადგილზე ორგანიზებულად მივიდნენ „ოცნების“ ზონდერ-აქტივისტები (ზოგიერთი მათგანი ნასვამ მდგომარეობაში) და შეეცადნენ კამპანიის ჩაშლას. პარტიის წევრებმა და მხარდამჭერებმა ამის შესაძლებლობა არ მისცეს და დაატოვებინეს ტერიტორია. გამოძახებული პოლიცია მხოლოდ მას შემდეგ გამოცხადდა, რაც „ოცნების“ ზონდერ-აქტივისტებმა ტერიტორია დატოვეს.
30 ივლისს და 7 აგვისტოს ოფიციალური განცხადებით მივმართე საქართველოს პროკურატურას. თითოეულ განცხადებას თან ერთვის მტკიცებულებები. პარლამენტის თავმჯდომარის ქმედებაში არის სისხლის სამართლის კოდექსის 239 პრიმა მუხლით (ძალადობისკენ მოწოდება) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები (მეტიც, უკვე რეალიზებული ძალადობა).
მიუხედავად იმისა, რომ პასუხი არ მიმიღია, არც კი ვუშვებ, რომ გამოძიება არ დაწყებულა.
დაიბარეთ პარლამენტის თავმჯდომარე გამოკითხვაზე;
გაარკვიეთ რა როლი აქვს შალვა პაპუაშვილს ზონდერების დაცვის ამნისტიის ტექსტის შემუშავებაში. ინტერესი აშკარად იკვეთება.
აქვე ვიტყვი „დემოკრატიის ფესტივალზე“: იმ დროს, როცა „ოცნება“ არჩევნების გაყალბების კომპლექსურ პროცესს აწარმოებს, მინიმუმ უდიდესი შეცდომაა ეს ყველაფერი მისი ორგანიზატორების და მონაწილე ოპოზიციის მხრიდან. არ შეიძლება, „ოცნებას“ აი ამ ტიპის ქმედებებისგან, რაც ზემოთაა აღწერილი, თავის დაძვრენის შესაძლებლობა ექმნებოდეს."
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
ბმული: https://www.facebook.com/share/p/5evSTs1E52VNzQPR/?
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
ბმული: https://www.facebook.com/share/p/5evSTs1E52VNzQPR/?
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.