Jump to content
Planeta.Ge

ზელენსკის თქმით, რუსებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარი გააჩინეს


უკრაინა და რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძრის გაჩენის შესახებ იუწყებიან. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ მოსკოვის მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიეში ხანძარი რუსულმა ძალებმა გააჩინეს, ზაპოროჟიეს მარიონეტი ხელმძღვანელი კი ამტკიცებს, რომ ხანძარი უკრაინელების შეტევის შედეგად გაჩნდა.

ზელენსკიმ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ელექტროსადგურის ტერიტორიაზე დიდი კვამლი ჩანს. მისი თქმით, რადიაციის ზღვარი ნორმაშია, თუმცა ის აღნიშნავს, რომ რუსეთი ატომურ ელექტროსადგურს უკრაინისა და მთელი მსოფლიოს „შანტაჟისთვის” იყენებს.

„ჩვენ ველოდებით ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რეაქციას. რუსეთმა ამის გამო პასუხი უნდა აგოს”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

პარალელურად კი, რუსეთი ამტკიცებს, რომ ელექტროსადგურზე ხანძრის გაჩენაში დამნაშავე უკრაინაა და მოუწოდებს IAEA-ს რეაგირებისკენ.

ინციდენტზე ცნობები მას შემდეგ გავრცელდა, რაც რუსეთში, კურსკის ოლქში უკრაინელი სამხედროების შეჭრის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთმა „უნდა იგრძნოს”, რაც უკრაინას გაუკეთა.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...