ფონ დერ ლაიენი: უკრაინის ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმები ომის დანაშაულებია
რუსეთის მხრიდან უკრაინის ელექტროსადგურებსა და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რაკეტებით და დრონებით მიტანილი იერიშები წარმოადგენს "ნამდვილი ტერორის აქტებს", რომლებიც ომის დანაშაულებს უტოლდება - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა 19 ოქტომბერს.
"გუშინ კვლავ ვიხილეთ რუსეთის მიზანმიმართული თავდასხმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ეს წარმოადგენს კიდევ ერთ თავს უკვე ძალიან სასტიკ ომში. საერთაშორისო წესრიგი ძალიან მკაფიოა. ესენი ომის დანაშაულებია" - უთხრა ფონ დერ ლაიენმა ევროპის პარლამენტის კანონმდებლებს.
ერთ კვირაზე მეტი დროის განმავლობაში რუსეთი მთელი უკრაინის მასშტაბით იღებს მიზანში სამოქალაქო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, რასაც მოჰყვა ათობით ადამიანის სიკვდილი, მწყობრიდან გამოვიდა ქვეყნის ელექტროსადგურების თითქმის მესამედი, 1000-ზე მეტ ქალაქს, დასახლებასა და სოფელს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.
"სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიზანმიმართული თავდასხმები, რომელთა მკაფიო მიზანია მამაკაცების, ქალების, ბავშვები უწყლოდ, ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე დატოვება კარსმომდგარი ზამთრის ფონზე, არის ნამდვილი ტერორის აქტები და ჩვენ მათ სწორედ ეს უნდა ვუწოდოთ" - თქვა ფონ დერ ლაიენმა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერა გაგრძელდება მანამ, სანამ საჭირო იქნება.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.