Jump to content
Planeta.Ge

კურსკის, ბრიანსკის და ბელგოროდის ოლქებში კონტრტერორისტული რეჟიმი გამოცხადდა


რუსეთის ფედერაციის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა უკრაინის მოსაზღვრე სამ – კურსკის, ბრიანსკის და ბელგოროდის ოლქებში კონტრტერორისტული რეჟიმი გამოაცხადა.

უწყების ცნობით, ამის მიზეზი „უკრაინის მხრიდან დივერსიულ-ტერორისტული საფრთხის დონის ზრდაა“.

„მედუზა“ აღნიშნავს, რომ ამ რეჟიმის გამოცხადება ხელისუფლებას და ძალოვნებს კანონიერად აძლევს უფლებას, ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელონ, გააჩერონ ავტომობილები, გამორთონ კომუნიკაციის საშუალებები და აკონტროლონ სატელეფონი საუბრები. ასევე, ძალოვნებს შეუძლიათ, შევიდნენ ნებისმიერ საცხოვრებელ თუ არასაცხოვრებელ ფართში, ასევე ნებისმიერი ობიექტის ტერიტორიაზე, „თუ ამას ტერორიზმთან ბრძოლის ზომები მოითხოვს“.


გარეკანის ფოტოზე: კურსკის ოლქის ერთ-ერთ დასახლებული პუნქტი

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...