ჯოზეფ ბორელი - უკრაინას ახლა მეტი სამხედრო მხარდაჭერა სჭირდება, რათა თავისი ქალაქები, მშვიდობიანი მოსახლეობა და ინფრასტრუქტურა დაიცვას
უკრაინას ახლა მეტი სამხედრო მხარდაჭერა სჭირდება, რათა თავისი ქალაქები, მშვიდობიანი მოსახლეობა და ინფრასტრუქტურა დაიცვას, - ასე გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი რუსული ძალების მიერ ქალაქ კონსტანტინოვკაში მდებარე სუპერმარკეტზე განხორციელებულ თავდასხმას.
„ჩვენ ამ და სხვა ომის დანაშაულების გამო რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას მხარს ვუჭერთ. უკრაინას ახლა მეტი სამხედრო მხარდაჭერა სჭირდება, რათა თავისი ქალაქები, მშვიდობიანი მოსახლეობა და ინფრასტრუქტურა დაიცვას“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
შეგახსენებთ, გუშინ, რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაში მდებარე სუპერმარკეტს დაარტყეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, 14 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაშავდა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.