„შაჰინისა და ტერნერის ვიზიტი ადასტურებს აშშ-ს მხარდაჭერას“ – პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ აშშ-დან ვიზიტით ჩამოსულ სენატორ ჯინ შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, საპარლამენტო არჩევნები, რუსული ოკუპაცია და ჰიბრიდული ომი და შავი ზღვის უსაფრთხოება.
„მათი ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსდამი აშშ-ის ურყევ მხარდამჭერას“, – წერს ზურაბიშვილი.
9 აგვისტოს, სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ.
საელჩოს ცნობით, ორპარტიული ვიზიტის ფარგლებში ისინი შეხვდებიან საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.
მათივე ინფორმაციით, სენატორი და კონგრესმენი გაეცნობიან აშშ-ის მთავრობის პროგრამებს, რომელიც მხარს უჭერს იძულებით გადაადგილებულ პირებს, მეწარმეებსა და სტუდენტებს.
„შეერთებული შტატები რჩება სრულად ჩართული და ერთგული საქართველოს ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერაში“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
netgazeti
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.