სალომე ზურაბიშვილი სენატორ ჯინ შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტერნერს ხვდება
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სენატორ ჯინ შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტერნერს ხვდება. შეხვედრა ორბელიანების სასახლეში მიმდინარეობს.
სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი დღეს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ცნობით, ორპარტიული ვიზიტის ფარგლებში, ისინი შეხვდებიან საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. ასევე, სენატორი და კონგრესმენი გაეცნობიან აშშ-ის მთავრობის პროგრამებს, რომელიც მხარს უჭერს იძულებით გადაადგილებულ პირებს, მეწარმეებსა და სტუდენტებს.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.