Jump to content
Planeta.Ge

საკრებულოს დეპუტატები თბილისის მთავრობის სხდომაზე არ შეუშვეს


თბილისის საკრებულოს წევრები "ლელოდან", "ნაციონალური მოძრაობიდან" და ანა დოლიძის პარტიიდან "ხალხისთვის" თბილისის მერიის შენობაში არ შეუშვეს. მათ სურდათ დასწრებოდნენ მთავრობის სხდომას და მერისთვის კითხვები დაესვათ 13 სექტემბერს მომხდარ ტრაგედიაზე.
 

ადგილზე მერიის უსაფრთხოების სამსახურის გარდა, პოლიციის კორდონია ჩაყენებული. რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, ოპოზიციონერებს შენობაში შესვლაზე უარი უთხრეს, დეპუტატები კი ამბობენ, რომ როგორც საკრებულოს წევრებს, სხდომაზე დასწრების კანონიერი უფლება აქვთ.

თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ დღეს მთავრობის სხდომა ჩვეული ფორმატით ვერ გაიმართებოდა და საზოგადოებისთვის მიმართვის შემდეგ, რამდენიმე წუთში სხდომა დასრულებულად გამოაცხადა.

13 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში, თბილისში, ვაკის პარკის შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა.

13 წლის მარიტა მეფარიშვილი მიყენებული დაზიანებებით მალევე გარდაიცვალა, მისი ორი მეგობარი კი, მკურნალობის შემდეგ კლინიკიდან გაწერეს.

ვაკის პარკის შადრევანში ბავშვებისთვის დენის დარტყმის საქმეზე, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, 9 ადამიანი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრეს დაკავებულთა ბრალეულობაზე - გამოძიების ფარგლებში დადგენილია, რომ მერიის მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებისას, ვაკის პარკში საქმე ჰქონდა სამსახურებრივ გულგრილობას და დოკუმენტების გაყალბებას.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...