Jump to content
Planeta.Ge

გიორგი გახარია - 16 წლის წინ, რუსეთმა წამოიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, მაშინ ჩვენ შევძელით და დავიცავით ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი


16 წლის წინ, რუსეთმა წამოიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, მაშინ ჩვენ შევძელით და დავიცავით ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი,- ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, ეს "პირველ რიგში, ქართველი სამხედროების და საქართველოს რიგითი მოქალქეების გმირული თავდადების ხარჯზე" მოხდა. ასევე, ჩვენი ნამდვილი მეგობრების და მოკავშირეების უდიდესი ძალისხმევის შედეგად.

"დღეს, როდესაც რუსეთმა გაიმეორა ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია უკვე უკრაინის წინააღმდეგ, ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ მშვიდობა არის ყველაზე დიდი ფასეულობა და რომ გრძელვადიანი მშვიდობა გადის ნამდვილი მეგობრების და ნამდვილი მოკავშირეების არჩევაზე, ასევე, თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურ ძალისხმევაზე, მშვიდობიანად აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა.

საქართველოს თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის გადახდილი თითოეული სიცოცხლე გვახსოვს და პატივს მივაგებთ. მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად ჩვენ გავიყვანთ ჩვენს ქვეყანას სამშვიდობოზე - იქ, სადაც არის ნამდვილი სამართლიანობა, ნამდვილი მშვიდობა, ნამდვილი კეთილდღეობა, ნამდვილი განვითარება - ეს არის ევროპული კავშირის ერთიანი ოჯახი. დიდება გმირებს! დიდება საქართველოს!", - აცხადებს გახარია მიმართვაში, რომელსაც "ფეისბუქზე" ავრცელებს.
იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...