Jump to content
Planeta.Ge

ბათუმში გვიან ღამით სროლა იყო, დაჭრილია სამი ადამიანი


ბათუმში გუშინ, გვიან ღამით სროლა იყო, დაჭრილია სამი ადამიანი.

როგორც „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი, 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

„ფორმულა” მომხდარზე წერს, რომ შემთხვევა რესტორან ვარციხის მარანთან მოხდა და არსებული ინფორმაციით, სამივე დაჭრილი რესტორნის თანამშრომელია.

publika

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...