Jump to content
Planeta.Ge

პიტერ სტანო კურსკში განვითარებულ მოვლენებზე - უკრაინას აქვს კანონიერი უფლება, დაიცვას საკუთარი თავი


უკრაინას აქვს კანონიერი უფლება, დაიცვას საკუთარი თავი, მათ შორის, დაარტყას აგრესორს მის ტერიტორიაზე, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ რუსეთის კურსკის ოლქში მიმდინარე მოვლენების შესახებ კომენტირებისას განაცხადა.

„ევროკავშირი აგრძელებს უკრაინის ლეგიტიმური უფლების მხარდაჭერას რუსული აგრესიისგან თავდაცვისა და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მცდელობებში“, - განაცხადა სტანომ.

შეგახსენებთ, მედიის ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა რუსეთის კურსკის ოლქში რამდენიმე დასახლება დაიკავეს. "ტელეგრამ" არხებზე ვრცელდება ცნობებიც, რომ ოლქში ასეულობით უკრაინელი სამხედრო იმყოფება. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, კურსკის ოლქში განვითარებული მოვლენები უკრაინის მხრიდან “მასშტაბური პროვოკაციაა”. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ოლქში “განურჩეველი სროლა” მიდის იარაღის სხვადასხვა სახეობიდან, მათ შორის სარაკეტო იარაღიდან.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...