Jump to content
Planeta.Ge

მერიის ის მაღალჩინოსანი, რომლის სამსახურმაც ვაკის პარკის შადრევანი ჩაიბარა, გადადგა


თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი, გიგა გიგაშვილი თანამდებობას ტოვებს. როგორც მერიის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, მან გადაწყვეტილება თავად მიიღო.

მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური იყო უწყება, რომელმაც ვაკის პარკის შადრევნის სამუშაოები ჩაიბარა - შადრევანის გახსნის მეორე დღეს წყალში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტა, მათგან 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა. სამუშაოების ჩაბარებაში ჩართული გიგა გიგაშვილის მოადგილე გუშინ პოლიციამ დააკავა.

"დატრიალებული ტრაგედიის გამო, ჩემი მოადგილე ამ ეტაპზე დაკავებულია. მე, როგორც სამსახურის უფროსი, რა თქმა უნდა, ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას ჩემი მოადგილის სამსახურებრივ ქმედებებზე, ყველა თანამშრომლის მიმართ. ამიტომ ვთვლი, რომ საჭიროა დავტოვო ჩემი თანამდებობა. სრულად ვითანამშრომლებ გამოძიებასთან, რათა დადგინდეს სიმართლე, თუ რეალურად რა მოხდა ამ ტრაგედიის დღეს და ყველა იმ კითხვას, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, პასუხი გაეცეს“, - განაცხადა გიგა გიგაშვილმა.

“ვაკის პარკის შადრევნის” საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 18 ოქტომბერს 9 ადამიანი დააკავა, მათ შორის არიან მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე, "გრინსერვის+-ის" და "მშენ-ექსპერტის" დირექტორები. ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი ითხოვენ, კახა კალაძემ მომხდარის გამო პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს და მერის თანამდებობა დატოვოს.

გამოძების ინფომაციით, მერიის კონტრაქტორმა კომპანია "გრინსერვის +"-მა, რომელიც ვაკის პარკში შადრევანის სარებილიტაციო სამუშაოებს ამზადებდა, ყალბი დასკვნა მოამზადა. ეს დასკვნა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში ჩაიბარეს.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...