რამდენი ვიდეოკამერაა საქართველოში და როგორ ნაწილდება რეგიონების მიხედვით
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, საგზაო უსაფრთხოების მიზნით, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა მოქმედებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს, 2024 წლის 30 ივნისის მონაცემებით საქართველოში ჯამში 7 784 ვიდეოკამერაა ერთიან ქსელში ჩართული. აქედან, 5 428 ზოგადი ხედვის კამერაა, ხოლო 2 356 - ნომრების ამომცნობი.
შსს-ის ბოლო მონაცემებით, ყველაზე მეტი კონტროლი თბილისზე ხორციელდება, სადაც კამერების 34% მოდის. კერძოდ, დედაქალაქში 2 636 კამერაა განთავსებული, აქედან 2 250 ზოგადი ხედვის, ხოლო ნომრის ამომცნობი 386-ია. შემდეგია, ქვემო ქართლი 13,5%-ით. რეგიონში 1 048 კამერაა, აქედან 700 ზოგადი, 348 კი ნომრის ამომცნობი. კამერების რაოდენობით აჭარა მესამე პოზიციაზეა, აქ 560 მოწყობილობაა ქსელში ჩართული, აქედან 236 ზოგადი, ხოლო 324 ნომრის ამომცნობია.
უფრო კონკრეტულად, ვიდეოკამერების განაწილება რეგიონების მიხედვით, იხილეთ ცხრილში:
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.