Jump to content
Planeta.Ge

„ნიუ იორკ თაიმსი“ - ირანმა ყირიმში სამხედრო ინსტრუქტორები გაგზავნა, რომლებიც ირანული უპილოტო თვითმფრინავების მართვაში რუსებს დაეხმარებიან


ირანმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში სამხედრო ინსტრუქტორები გაგზავნა, რომლებიც ირანული უპილოტო თვითმფრინავების მართვაში რუსებს დაეხმარებიან. ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ დაზვერვის საიდუმლო მასალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ირანელი ინსტრუქტორები ყირიმში მდებარე რუსული სამხედრო ბაზიდან იმუშავებენ, სადაც ირანიდან ჩატანილი უპილოტო თვითმფრინავებია ბაზირებული. ირანელი სამხედრო ინსტრუქტორები ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წევრები არიან, რომელიც აშშ-ს ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს აღიარებული.

გამოცემა წერს, რომ როდესაც ირანმა რუსეთში თვითმფრინავების პირველი პარტია განათავსა, რუსი ოპერატორების შეცდომებმა ისინი არაეფექტური გახადა. „ნიუ იორკ თაიმსი“ აღნიშნავს, რომ თავდაპირველად, რუსეთმა ირანში გაგზავნა თავისი პერსონალი უპილოტო თვითმფრინავების შესასწავლად, მაგრამ, რადგან პრობლემები გაგრძელდა, ირანმა გადაწყვიტა, თავისი ინსტრუქტორები ყირიმში გაეგზავნა.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთს, უპილოტო თვითმფრინავებთან ერთად, მიწა-მიწა ტიპის რაკეტების მიწოდებას დაჰპირდა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...