Jump to content
Planeta.Ge

მიხეილ დაუშვილი - დღეს „ოცნება“ აბსოლუტურად ხელოვნურად ცდილობს მიხეილ სააკაშვილის საკითხის აქტუალიზებას, იმიტომ, რომ პოლიტიკურად სჭირდება


დღეს „ოცნება“ აბსოლუტურად ხელოვნურად ცდილობს მიხეილ სააკაშვილი საკითხის აქტუალიზებას, იმიტომ, რომ პოლიტიკურად სჭირდება, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა” ერთმანეთს აძლიერებენ და აცოცხლებენ.

„რამდენი პატიმარი შეგიძლიათ რომ დამისახელოთ, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა, პირდაპირ ეთერში განახორციელონ საარჩევნო აგიტაცია. გასაგებია, რომ ამ ყველაფერს მეორე მხარეც გააჩნია, მაგრამ ეს კითხვას ბადებს, რომ ამას „ოცნება” აჭიანურებს და მათ შორის, ეს აღკვეთის ღონისძიებით პატიმრობის შეფარდება და ყველა პროცესი, რაც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიმდინარეობს. რეალურად, ამას „ოცნება“ აკეთებს ხელოვნურად, რომ მიხეილ სააკაშვილი სათავისოდ, პოლიტიკურად გამოიყენოს. ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს, რომ „ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ ერთმანეთს აძლიერებენ და აცოცხლებენ. მიხეილ სააკაშვილი ბევრ ისეთ რაღაცას ლაპარაკობს, რაც „ოცნებას“ აძლიერებს და ეხმარება. ხშირად გვიჩნდება კითხვა: ერთი მხრივ, “ოცნება” რატომ დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული საკითხები მუდმივად აქტუალური იყოს და მეორე მხრივ, მიხეილ სააკაშვილი და მისი თანაპარტიელები რატომ საუბრობენ ისეთ რაღაცებს, რომლითაც “ოცნებას” ეხმარებიან. საბოლოო ჯამში, მარტივი დასკვნაა, რომ ისინი უბრალოდ, ერთმანეთს აძლიერებენ”, - აღნიშნა დაუშვილმა.

ამავე თემაზე საუბრის დროს დაუშვილმა აღნიშნა, რომ “შეწყალების თუ სხვა ფორმით მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან თუ გათავისუფლდება, ეს ყველა ვარიანტში „ოცნების“ სასარგებლო გადაწყვეტილება იქნება“.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...