Jump to content
Planeta.Ge

კახა კალაძემ მერიის უწყებებს დაავალა, შემოწმდეს ყველა სამუშაო, რომლის ექსპერტიზაც „მშენექსპერტს“ აქვს გაკეთებული


კახა კალაძემ მერიის დაქვემდებარებულ ყველა უწყებას დაავალა, რომ ქალაქის მასშტაბით ინსპექტირება განხორციელდეს ყველა იმ სამუშაოსი, რომლის ექსპერტიზაც „მშენექსპერტს“  აქვს გაკეთებული, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, უნდა შემოწმდეს ყველა სამუშაო, რომლის ექსპერტიზაც იმ საექსპერტო ბიურომ შეასრულა, რომელსაც გამოძიება ყალბი დასკვნის გაცემას ედავება.

„მინდა, დავავალო მერიის დაქვემდებარებულ ყველა უწყებას, სამსახურებს გამგეობებს და დაქვემდებარებულ კომპანიებს, განახორციელონ ქალაქის მასშტაბით ყველა შესრულებული სამუშაოს ინსპექტირება არსებულ ნორმებთან და წესებთან შესაბამისობაზე, რომლის ექსპერტიზაც თავის დროზე გაკეთებული აქვს შპს „მშენექსპერტს“. ეს არის საექსპერტო ბიურო, რომელსაც გამოძიება ყალბი დასკვნის გაცემას ედავება. სამწუხაროდ, დროს უკან ვეღარ დავაბრუნებთ და დღეს ერთადერთი, რაც თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია არის ის, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რაღა აღარასდროს განმეორდეს მსგავსი ტრაგედია. თბილისში სულ უნდა ისმოდეს ბავშვების ჟრიამული, ამას მარიტას ხსოვნაც გვავალდებულებს. მინდა, მადლობა გადავუხადო მედიას, დღეს მთავრობის სხდომა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა არ და ვერ იქნება, რადგან განსხვავებული ფორმატია, შესაბამისად მთავრობის სხდომა დასრულებულია“, – განაცხადა კალაძემ.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...