სალომე ზურაბიშვილი - ვუყუროთ ამათ სახეებს, მე მგონი, საკმაოდ შეშინებული არიან, მთავარიდან დაბალ რგოლებამდე
ვუყუროთ ამათ სახეებს, მე მგონი, საკმაოდ შეშინებული არიან, მთავარიდან დაბალ რგოლებამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, რომლის მიხედვითაც, თუკი, არჩევნებს ხელისუფლების ცვლილება არ მოჰყვა, რამდენად იქნება დასავლეთის მხარდაჭერის იმედი და არსებობს თუ არა საფრთხე, რომ არჩევნებს დამოუკიდებლები დამკვირვებლები არ ჰყავდეს.
„დამოუკიდებელი დამკვირვებლები იქნებიან. იქნებიან, როგორც შიდა, ისე გარე დამკვირვებლები. „თუ“ არ არსებობს, რადგან ამით არ იგებ არასდროს, ფეხბურთში იქნება, თუ სხვა სპორტში, შემართებით უნდა იყო და უნდა იცოდე, საითკენ მიდიხარ. თუ იცი საითკენ მიდიხარ, ვუყუროთ ამათ სახეებს, მე მგონი, საკმაოდ შეშინებული არიან, მთავარიდან დაბალ რგოლებამდე. ასე რომ, არ მგონია, ესენი იყვნენ იმ შემართებით, რომელსაც მოაქვს გამარჯვება. სწორი გზა საქართველოსთვის და მისი ინტერესებისთვის, ერთადერთი სწორი გზა არის ევროპული გზა, არის მისი დამოუკიდებლობის და არა მისი იზოლაციის გზა რუსეთის წინაშე“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.