Jump to content
Planeta.Ge

მოქალაქის ცნობით, ვაშლიჯვარში მიწა გასკდა და ნაპრალი გაჩნდა


მოქალაქე სოციალურ ქსელში წერს, რომ ვაშლიჯვარში, ბროწეულისა და იასამნის კვეთაზე ნაპრალი გაჩნდა. მისი თქმით, მანამდე იქ არქი ჯგუფი 16-სართულიან კორპუსს აშენებდა, თუმცა მოულოდნელად შეწყვიტეს სამუშაოები და ტექნიკა გაიყვანეს.

მოქალაქის ცნობით, ამის შემდეგ, მოსახლეობა დაინტერესდა, რატომ შეწყდა სამუშაოები და ის ტერიტორია დრონით გადაიღო.

„ეს ხდება ქვედა ვაშლიჯვარში, ბროწეულის და იასამნის კვეთაზე, აშენებდა არქი 16 სართულიან კორპუს, უეცრად შეწყვიტეს სამუშაოები, (როცა წვიმა და ქარი არ აღელვებდათ) გაიყვანეს ტექნიკა, დაინახეს, რომ უკან ზიდავდნენ მიწას, როცა კამაზებით ეზიდებოდნენ გადასაყრელად…. საეჭვოდ მივიჩნიეთ მცხოვრებლებმა და დრონით გადავიღეთ ეს კადრები, რასაც დაურთავ… (ეკლესიის და პარკის ქვევითა მხარეა). დავრეკეთ მერიის ცხელ ხაზზე, შევატყობინეთო ზედამხედველობას, მაგრამ რა იქნება, არ ვიცი, ჯერ არ მოსულან…”, – წერს მოქალაქე.

„პუბლიკა“ დამატებითი დეტალების გასარკვევად დაკავშირებას მერიის პრესსამსახურთან ცდილობს.

 

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...