უკრაინის დაზვერვა - რუსეთის „მოროზოვსკის“ აეროდრომზე თავდასხმების შედეგად „სუ-34“ და საბრძოლო მასალის საცავი განადგურდა
რუსეთის „მოროზოვსკის“ აეროდრომზე 3 აგვისტოს განხორციელებული თავდასხმების შედეგად რუსების კუთვნილი „სუ-34“ ტიპის გამანადგურებელ-ბომბდამშენი და საბრძოლო მასალის საცავი განადგურდა, კიდევ ორი თვითმფრინავი კი, სავარაუდოდ, დაზიანდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს.
„კოსმოსური დაზვერვის მონაცემები მიუთითებს, რომ 3 აგვისტოს როსტოვის ოლქში რუსეთის აგრესორი სახელმწიფოს „მოროზოვსკის“ სამხედრო აეროდრომზე კუთვნილი „სუ-34“ ტიპის მანადგურებელ-ბომბდამშენი განადგურდა და სავარაუდოდ, ნამსხვრევებით, იმავე ტიპის კიდევ ორი რუსული თვითმფრინავი დაზიანდა“, - აცხადებენ უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, მთლიანად განადგურდა მოწინააღმდეგის საავიაციო იარაღის საცავი. გარდა ამისა, „მოროზოვსკის“ აეროდრომზე შესამჩნევად დაზიანდა ოთხი ტექნიკური შენობა და ორი ანგარი.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.