Jump to content
Planeta.Ge

იმნაძის თქმით, აშშ-ს მხრიდან NCDC-ისთვის „გარკვეული პროექტების“ შეჩერებაზეა ლაპარაკი


დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, აშშ-ს მხრიდან „გარკვეული პროექტების“ შეჩერებაზეა „ლაპარაკი“.

ამის შესახებ მან „ფორმულასთან“ სატელეფონო ინტერვიუსას განაცხადა ამავე მედიის მიერვე გავრცელებულ ინფორმაციაზე. კერძოდ, „ფორმულას“ ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ლუგარის ლაბორატორიას ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური დახმარება შეუჩერდა.

„არ შეწყვეტილა, არის რაღაც პროექტები, რაზეც [შეჩერებაზეც] არის ლაპარაკი“, – განუცხადა იმნაძემ „ფორმულას“.

თუმცა იმნაძე არ აკონკრეტებს რა პროექტებზეა საუბარი და ამბობს, რომ „ჯერ ვერაფერს იტყვის“.

აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას ნეტგაზეთი დაავადებათა კონტროლის ცენტრთან და აშშ-ის საელჩოსთან ცდილობს. მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის ფარგლებში, 31 ივლისს გამოაცხადა საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტი დახმარების შეჩერების შესახებ. სახელმწიფო დეპარტამენტმა ხაზი გაუსვა, რომ მთავრობის დახმარების შეჩერების მიუხედავად, აშშ აგრძელებს ისეთი პროგრამებისა და აქტივობების მხარდაჭერას, რომლებიც ქართველ ხალხს სარგებელს მოუტანს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, დამოუკიდებელი მედიისა და ეკონომიკური განვითარების განმტკიცებით.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...