Jump to content
Planeta.Ge

2024 წელს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი უკვე 3457 ქალი და 123 ბავშვი გახდა – საქსტატი


საქართველოში 2024 წლის პირველი ექვსი თვის მანძილზე ოჯახში ძალადობის მსხვერპლი უკვე 4116 ადამიანი გახდა. აქედან 3457 ქალია, ხოლო 659 კაცი.

ძალადობის ყველაზე მეტი, 1862 მსხვერპლი, ქალთა 25-დან 44 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ფიქსირდება.

მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

ძალადობის მსხვერპლია 13 წლამდე ასაკის 51 გოგონა და 72 ბიჭი. ამის შემდეგ ყველა ასაკობრივ კატეგორიაში ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება მამაკაცების რიცხვს.

მოძალადეებს შორის (სულ 3911 ადამიანი) სრული უმრავლესობა 3288 ადამიანი კაცია. მოძალადეებს შორის 17 არასრულწლოვანი ფიქსირდება და მათგან ორი 13 წელს ქვემოთ ასაკისაა. ყველაზე მეტი მოძალადე ადამიანი კაცების 25-დან 44 წლამდე კატეგორიაშია კონცენტრირებული.

ძალადობას ყველაზე მეტი მსხვერპლი, 1926 ადამიანი, თბილისშია. თბილისს მოსდევს ქვემო ქართლი (დაფიქსირებულია ძალადობის 463 მსხვერპლი) და აჭარა (391 მსხვერპლი). ბევრით არ ჩამორჩებიან აჭარას იმერეთი და კახეთი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...