გიორგი გახარია - მარცხის აღიარებას, როგორც ჩანს, გამბედაობა სჭირდება, გამბედაობა სჭირდება იმასაც, რომ სიმართლეს თვალი გაუსწორო და თუ ამის თავი არ გაქვს, ბოლოს და ბოლოს, აიღე ეს არბიტრაჟის გადაწყვეტილება და გამოაქვეყნე
„ოცნების“ დუმილი ანაკლიის პორტზე, გასაგებია. ეს დუმილი არის წინა საარჩევნო დუმილი. რაც შეეხება მეორე მხარეს, მე არაერთხელ ვთქვი და არ მინდა ამაზე ბევრი ლაპარაკი, ერთადერთს ვიტყვი - მარცხის აღიარებას, როგორც სჩანს, გამბედაობა სჭირდება. გამბედაობა სჭირდება იმასაც, რომ სიმართლეს თვალი გაუსწორო და თუ ამის თავი არ გაქვს, ბოლოს და ბოლოს, აიღე ეს არბიტრაჟის გადაწყვეტილება და გამოაქვეყნე. ჩემს ყველაზე დიდ გაოცებას იწვევს ის, რომ არბიტრაჟის გადაწყვეტილების შემდეგ ადამიანები მხატვრული ბალეტრისტიკის ჟანრში გადავიდნენ და რაღაც საგას საგაზე გვთავაზობენ. ჩემთვის გადავწყვიტე ერთი რამ, ხომ ვამბობდი, რომ დაველოდები არბიტრაჟს და მერე დავაფიქსირებ ჩემს პოზოციას. ახლა საგები უნდა დამთავრდეს და ეს საგები რომ დამთავრდება, მერე ვიტყვი. ხაზარაძე ხაზარაძეა და „ლელო“ „ლელოა“. მათ შორის, შეასაძლოა, დიდი სხვაობა არ არის. არ მინდა ტვ პირველზე საუბარი. მაგრამ ოპოზიციის მხრიდან ეს ჩანს ისე, რომ ოლიგარქობა გინდა. მე არსად მეჩქარება, ამ საგების სერიებსაც დაველოდები და შემდეგ დავაფიქსირებ აზრს."
გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.