გახარია - ერთმა საქართველოს ხელისუფლების ამომავალმა ვარსკვლავმა ბრძანა, რომ საქართველო მაჩანჩალა არ არისო... რა თქმა უნდა საქართველო მაჩანჩალა ქვეყანა არ არის - საქართველოს ხელისუფლება ჰყავს დღეს მაჩანჩალა
"ვუსმენდი, ერთმა საქართველოს ხელისუფლების ამომავალმა ვარსკვლავმა ბრძანა, რომ საქართველო მაჩანჩალა არ არისო. რა თქმა უნდა საქართველო მაჩანჩალა ქვეყანა არ არის - საქართველოს ხელისუფლება ჰყავს დღეს მაჩანჩალა. ისეთი მაჩანჩალა ხელისუფლება ჰყავს, რომელსაც ხელს არავინ ართმევს, უკვე ვერსად მიდიან, ვერავისთან სერიოზულად ვერ ლაპარაკობენ, ერთმანეთს ელაპარაკებიან და გასვენებებში დადიან, მალე ქორწილებშიც დაიწყებენ სიარულს. საქართველოს ჰყავს მაჩანჩალა ხელისუფლება და ეს ჩვენი პრობლემაა, მათი ასეთი უსუსრობა ყველაზე ცუდად მოქმედებს ჩვენზე. ყოველდღიურად ამბობენ, ჩვენ არ გვჭირდება არავინ, ხვალ და ზეგ თანამედროვე მეცნიერების მიღწევებთან და ტექნოლოგიებთან რომ შეგვიზღუდავენ წვდომას, მერე რას იტყვიან? ცე ჰეპატიტის პროგრამა თავიდან ბოლომდე იყო ამის ანალოგია. მათ არ სჭირდებათ კი არა, წარმოდგენა არ აქვთ, რაზე ლაპარაკობენ. აქ უკვე კომპეტენციის პრობლემაა. სადრეგრძელოებში მაგრები არიან. ვიღაცეები სფიჩს რომ დაუწერენ და მჭერმეტყევლად რაღაცას იტყვიან/წაიკითხავენ, ეს კიდევ რაღაცნაირად გამოსდით. მაგრამ შინაარსობრივად რას ნიშნავს, სახელმწიფო როგორ ფუნქციონირებს, ეს ყველაფერი როგორ ურთერთდაკავშირებულია ერთმანეთთან, ყველაფერ ამაზე მათ წარმოდგენა არ აქვთ. არც უნდათ ამის სწავლა. მათ სურთ, რომ უბრალოდ სავარძელში ისხდნენ, მომსახურე პერსონალი ჰყავდეთ, ცოტა უფრო მეტი ფული იშოვონ. სახეზე დააკვირდით, ეს შეშინებული მიმიკები უფრო და უფრო მეტ ღიმილს მგვრის და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო მეტ შეშინებულ სახეს ვნახავთ."
გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.