Jump to content
Planeta.Ge

"ზივზივაძე ევრო 2024-ის შემდეგ იმედგაცრუებული დაგვიბრუნდა... გერდ მიულერს გვაგონებს" - გერმანულმა გამოცემამ ბუდუს სტატია მიუძღვნა


გერმანულმა ka-news-მა ბუდუ ზივზივაძის სეზონის ბრწყინვალე სტარტს სტატია მიუძღვნა. მოგეხსენებათ, ქართველის "კარლსრუე" მე-2 ბუნდესლიგის პირველ ტურში საკუთარ მოედანზე "ნიურბერგთან" 0:2 მარცხდებოდა, თუმცა ჩვენებურის ჰეთ-თრიქით 3:2 იმარჯვა. 

"ნიურბერგთან" ფინალური სასტვენის შემდეგ ზივზივაძემ თავისი ჯილდო მოიპოვა. მან შეხვედრის ერთ-ერთი ბურთი ბურთი სახლში წაიღო.

"მიხარია, რომ ამას ვაკეთებ. ჩემს ქალიშვილს ბურთით თამაში ძალიან უყვარს და სწორედ მისთვისაა", - აღნიშნა ბუდუმ, რომელიც სიხარულით გაბრწყინებული იყო.

ის აუცილებლად ეტყვის პატარას, რომ მამამ ჰეთ-თრიქი შეასრულა და მატჩის გმირი იყო, მაგრამ ის გუნდურობას არ ივიწყებს და ამბობს:

"პირველ

 

რიგში, მადლობა გუნდს, რადგან მათ გარეშე სამ გოლს ვერ გავიტანდი. ეს ჩემთვის ძალიან კარგი დღე იყო. ყველამ ერთად გუნდური სულისკვეთება გამოვავლინეთ". 

ბუდუ "კარლსრუეში" მთავარი მწვრთნელის კრისტიან აიხნერის მეგობრის ალექსანდრე იაშვილის რეკომენდაციით მოხვდა, რომელიც წარსულში ამ კლუბის კაპიტანი გახლდათ.

აიხნერი ახლა არ მალავს, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ზივზივაძე გუნდში იმედგაცრუებული დაბრუნდა, რადგან უფრო მეტი სათამაშო დრო სურდა.

"ბუდუ ევრო 2024-ის შემდეგ იმედგაცრუებული დაგვიბრუნდა, რადგან ეროვნულ ნაკრებში ძალიან მცირე სათამაშო დრო მიეცა, მაგრამ ის ნამდვილი პროფესიონალია.

მიუხედავად ამისა, მან იპოვა მოტივაცია და აბსოლიტურად მომზადებული მოვიდა. ვარჯიშის პირველსავე დღიდან უზარმაზარი პროფესიონალიზმი და ერთგულება აჩვენა", - ამბობს აიხნერი. 

ზივზივაძემ ჰეთ-თრიქით თითქმის მარტომ დაამარცხა "ნიურნბერგი". ქართველი არ არის ე.წ. "სპრინტერი", მაგრამ უაღრესად მოქნილია და მისი შემობრუნებები მეტოქის საჯარიმოში, სადაც ის წარმოუდგენლად მჭიდროა, მრავლისმეტყველია. თითქოს ერთი ფიგურისგან იყოს შექმნილი. ბურთის ერთდროულად აღება და ტარება, შემდეგ კი მჭიდრო, სწრაფი შემობრუნება - იდეალურია. ეს გვახსენებს მსოფლიო დონის ყოფილ თავდამსხმელს, მჭიდრო სივრცეებში შემობრუნების მეფეს, გოლის მანქანას გერდ მიულერს.

"კარლსერუეს" მწვრთნელმა კრისტიან აიხნერმა გოლების გარდა ბუდუს გუნდურობაც გამოჰყო და აღნიშნა, რომ ამაშიც იდეალური იყო.

"გარდა გოლებისა, ის გუნდისთვის ძალიან ბევრს მუშაობდა . საკუთარ ნახევარში ერთხელ სძლია სამ-ოთხ სხვადასხვა მეტოქეს. ეს იყო ქმედება, რომელიც წარმოადგენდა მის დიდ სულს. ზივზივაძე ყოველთვის ყველა მომენტში დიდ ძალისხმევას დებდა. ქართველი დაბრუნდა კარგ ფორმაში და სასიამოვნოა იმის დანახვა, რომ ამისთვის დაჯილდოვდა პირველივე მატჩის დღეს".

"კარლსრუეს" გულშემატკივრები ზივზივაძის გოლს "Buduuuuu" შეძახილით ეხმაურებიან. ჰეთ-თრიქითა და ბრწყინვალე სტარტით იქნებ ზივზივაძე სხვლა კლუბების თვლათახედვის არეში მოხვდა?! - ეს სავსებით შესაძლებელია", - წერს გამოცემა.

sportall.ge

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...