ლოიდ ოსტინმა 11 სექტემბრის ტერაქტების მოწყობაში ბრალდებულებთან დადებული საპროცესო შეთანხმება გააუქმა
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა 11 სექტემბრის ტერაქტების მოწყობაში ბრალდებულებთან დადებული საპროცესო შეთანხმება გააუქმა, - ამის შესახებ ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს.
ოთხშაბათს, პენტაგონმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ხალიდ შეიხ მუჰამედთან და მის ორ თანამზრახველთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, თუმცა დეტალები არ დაუზუსტებია.
ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ საპროცესო შეთანხმების თანახმად, დანაშაულის აღიარების სანაცვლოდ, გუანტანამოს ციხეში მყოფ ბრალდებულებს სიკვდილით აღარ დასჯიდნენ.
საპროცესო შეთანხმება ბევრმა „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა გააპროტესტა, მათ შორის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა და სენატის უმცირესობის ლიდერმა, მიჩ მაკკონელმა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.