Jump to content
Planeta.Ge

EU განიხილავს საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას — სტანო


ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრესსპიკერ პიტერ სტანოს განცხადებით, ევროკავშირი განიხილავს საქართველოს მთავრობისთვის დახმარების შეჩერებას.

Europa Press-ის ინფორმაციით, სტანომ თქვა, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ბლოკმა უკვე შეამცირა პოლიტიკური კონტაქტები საქართველოს ხელისუფლებასთან, ასევე, გაყინა ევროპული სამშვიდობო მექანიზმის ფარგლებში განკუთვნილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება.

„ჩვენ განვიხილავთ მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერების შესაძლებლობას“, — დასძინა პიტერ სტანომ.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტი დახმარება შეაჩერა, თუმცა აგრძელებს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, დამოუკიდებელი მედიისა და ეკონომიკური განვითარების პროგრამებისა და აქტივობების მხარდაჭერას.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...