Jump to content
Planeta.Ge

დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ პატიმართა გაცვლის შედეგად რუსეთში დაბრუნებული ვადიმ კრასიკოვი, რომელიც ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომელია


კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ პატიმართა გაცვლის შედეგად რუსეთში დაბრუნებული ვადიმ კრასიკოვი უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომელია. ამის შესახებ პესკოვმა ჟურნალისტებს ბრიფინგზე განუცხადა.

აღსანიშნავია რომ აღნიშნულ ფაქტს კრემლი ამ დრომდე არ ადასტურებდა.

„კრასიკოვი უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომელია. ის „ალფაში“ მსახურობდა. საინტერესოა, რომ მაშინ, როდესაც ის „ალფაში“ იყო, ის პრეზიდენტის დაცვის ზოგიერთ თანამშრომელთან ერთად მსახურობდა. ცხადია, ისინი ერთმანეთს მიესალმნენ გუშინ, როდესაც ერთმანეთი დაინახეს“, - განაცხადა პესკოვმა.

ცნობისთვის, კრასიკოვს გერმანიაში 2021 წლის ბოლოს უვადო პატიმრობა მიესაჯა 2019 წელს ჩეჩნური წარმომავლობის ქართველი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის. გერმანიის სასამართლომ მტკიცებულებად მიიღო, რომ კრასიკოვმა მკვლელობა რუსული სახელმწიფო ორგანოების დავალებით ჩაიდინა.

შეგახსენებთ, ანკარაში რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმრების გაცვლა მოხდა. გათავისუფლებულთა შორისაა ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის ბრალდებული ვადიმ კრასიკოვი.
იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...