თბილისის მერია - აღმაშენებლის ხეივანში, ჰიპერმაკეტ „გუდვილის“ მიმდებარედ არსებულ ხიდზე ორი კვირის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
თბილისის მერიის ინფორმაციით, აღმაშენებლის ხეივანში, ჰიპერმაკეტ „გუდვილის“ მიმდებარედ არსებული ხიდის სადეფორმაციო ნაკერების გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
მათივე ცნობით, აღნიშნული სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 2 აგვისტოდან, ორი კვირის განმავლობაში ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
„თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.