Jump to content
Planeta.Ge

ბექა ლილუაშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არანაირი რესურსი იმისა, რომ დასავლეთთან ურთიერთობები აღადგინოს, არ გააჩნია


პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, ბექა ლილუაშვილის შეფასებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არანაირი რესურსი იმისა, რომ დასავლეთთან ურთიერთობები აღადგინოს, არ გააჩნია.

ლილუაშვილის აზრით, დასავლეთთან ჩატეხილი ხიდის აღდგენას მხოლოდ ახალი ხელისუფლება შეძლებს.

"აშშ თუ ევროკავშირი საქართველოს ეხმარება უწყვეტლივ, სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში. რა თქმა უნდა, ეს პარტნიორობა უნდა გაძლიერდეს და აუცილებლად გაძლიერდება - უბრალოდ, დღევანდელ ხელისუფლებას ამ ურთიერთობების აღდგენის და გამოსწორების რესურსი არ გააჩნია.

როგორ შეიძლება მე და თქვენ ვმეგობრობდეთ, ურთიერთობებისას რამდენჯერმე მოგატყუოთ, გლანძღოთ და ამ ყველაფრის მერე ურთიერთობების აღდგენა შევძლო?!" - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...