Jump to content
Planeta.Ge

ბექა ლილუაშვილი - ის, რაც „ლელომ“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში უნდა გააკეთოს, ანაკლიის პორტზე საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებაა - გამოაქვეყნონ და საარჩევნო კამპანია მერე გააგრძელონ!


ის, რაც „ლელომ" პირველი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში უნდა გააკეთოს, ანაკლიის პორტზე საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებაა - გამოაქვეყნონ გადაწყვეტილება და საარჩევნო კამპანია მერე გააგრძელონ! - ეს განცხადება მედიასთან პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა გააკეთა.

როგორც ლილუაშვილმა ამ კონტექსტში აღნიშნა, არ სურს, რომ "ლელომ" რაიმე ტყუილითა და ტყუილის ტირაჟირებით დაიწყოს.

"ამ საკითხთან დაკავშირებით დაკავებული არიან მითქმა-მოთქმით, ინფორმაციის ფალსიფიცირებით.

საზოგადოებას სასამართლოს გადაწყვეტილებას დიდი სიამოვნებით ნახავდა. ამიტომ გამოაქვეყნონ გადაწყვეტილება!" - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...