Jump to content
Planeta.Ge

პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრების შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან - რობინ დანიგანთან (ფოტოები)


დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რობინ დანიგანს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პარტია „გახარია საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრი, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე - გიგა ფარულავა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე - მალხაზ თორია და „გახარია საქართველოსთვის" სამეგრელოს რეგიონის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე და საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე - ბელა მოსია შეხვდნენ.

 
შეხვედრის ძირითადი თემა ქვეყანასა და მუნიციპალიტეტში არსებულ მდგომარეობას, საკრებულოში მიმდინარე მოვლენებს ეხებოდა.

 
"ელჩს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების – ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადეთ.", - ნათქვამია პარტია "გახარია საქართველოსთვის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

May be an image of 2 people
 
May be an image of 5 people and text
May be an image of 5 people and text
May be an image of 3 people and text
May be an image of 1 personMay be an image of 2 people and hospital

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...