Jump to content
Planeta.Ge

საია: „ეროვნული მუზეუმიდან“ უკანონოდ გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა პირმა სასამართლოში დავა მოიგო


ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, „საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან“ უკანონოდ გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა პირმა სასამართლოში დავა მოიგო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე – სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებით.

სასამართლომ „საქართველოს ეროვნული მუზეუმის“ მიერ გათავისუფლების ბრძანება ბათილად ცნო, ასევე, მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელისთვის იძულებითი განაცდურისა და კომპენსაციის სახით 5 000 ლარის ანაზღაურება.

„საქმეში გამოიკვეთა რეორგანიზაციის ფარგლებში კომპეტენციის არასათანადოდ შემოწმების პრობლემა, შეფასების კრიტერიუმების არარსებობა და დასაქმებულისთვის ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის შეთავაზებაზე უარი, რაც სრულად ეწინააღმდეგება მოქმედ შრომის კანონმდებლობას.

გადაწყვეტილების თანახმად, „საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა“, განხორციელებული რეორგანიზაციის ფარგლებში, დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა 2022 წლის 1 ივნისიდან შეწყვიტა.

ხელშეკრულების შეწყვეტამდე განხორციელდა რეორგანიზაციის ფარგლებში შექმნილ კომისიასთან გასაუბრება, თუმცა კომისიას კანდიდატის კომპეტენციის შემოწმების მცდელობაც კი არ ჰქონია. საბოლოოდ კი, განთავისუფლების მიზეზად თანამშრომლის კომპეტენციის არადამაკმაყოფილებელი დონე დასახელდა“.

გადაწყვეტილება ამ დროისთვის არაა შესული კანონიერ ძალაში. მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში  საია იცავდა.

2022 წლის მაისში, თეა წულუკიანის მინისტრობისას, ეროვნული მუზეუმიდან 30-მდე ადამიანი გათავისუფლდა. ყოფილი თანამშრომლების ნაწილმა გათავისუფლების შესახებ ბრძანებები სასამართლოში გაასაჩივრეს. ოციდან ხუთ საქმეზე პირველმა ინსტანციამ გათავისუფლების ბრძანებები უკანონოდ ცნო. 

 

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...