Jump to content
Planeta.Ge

ჰამასის ლიდერი ავიაციის მიერ ნასროლი ჭურვით მოკლეს – ირანის სახელმწიფო მედია


ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანია ავიაციის მიერ ნასროლი ჭურვით ააფეთქეს. ამის შესახებ ინფორმაციას ირანის სახელმწიფო სააგენტო IRNA ავრცელებს.

ამავე წყაროს თანახმად, თავდასხმა ადგილობრივი დროით ღამის 2 საათზე განხორციელდა.

ჰანია ირანში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას ესწრებოდა და ვეტერანებისთვის განკუთვნილ ერთ-ერთ რეზიდენციაში რჩებოდა, რომელიც თეირანის ჩრდილოეთში მდებარეობს. სწორედ იქ განხორციელდა აფეთქება.

IRNA-ს თანახმად, მიმდინარეობს გამოძიება მომხდარის სხვა დეტალების დასადგენად.


წუხელ ირანში ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანია მოკლეს, რომელიც ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას ესწრებოდა.

როგორც Reuters წერს, ისმაილ ჰანია ირანის ახალი პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციიდან, რამდენიმე საათში მოკლეს.

ირანის ახალი პრეზიდენტის მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაცია 30 ივლისს გაიმართა. ინაუგურაციას, ჰამასის პოლიტიკურ ლიდერ ისმაილ ჰანიასთან ერთად, ესწრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...