Jump to content
Planeta.Ge

აღდგა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის კავშირი ერთადერთ ელექტროგადამცემ ხაზთან


ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორის, რაფაელ მარიანო გროსის ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე აღდგა კავშირი ერთადერთ დარჩენილ, 750-კილოვოლტიან ელექტროგადამცემ ხაზთან. კავშირის აღდგენა სადგურის უკრაინელმა თანამშრომლებმა 18 ოქტომბერს დაუდასტურეს ადგილზე მყოფ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტებს.

რაფაელ მარიანო გროსის განცხადებით, ბოლო ათ დღეში სადგურსა და ელექტროგადამცემ ხაზს შორის კავშირი სამჯერ შეწყდა, რაც აჩვენებს რამდენად არასტაბილურია ბირთვული უსაფრთხოების მხრივ არსებული სიტუაცია ევროპაში უდიდეს ატომურ ელექტროსადგურზე და რამდენად აუცილებელია სადგურის გარშემო უსაფრთხოების ზონის შექმნა.

უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანია "ენერჰოატომმა" 17 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა დაცხრილეს კიევის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მდებარე ქვესადგური, რომლის დაზიანების შედეგად გამოირთო ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დამაკავშირებელი ბოლო, 750-კილოვოლტიანი ხაზი. ზაპოროჟიეს ოლქში რუსეთის მიერ დანიშნულმა დე ფაქტო ადმინისტრაციამ სადგურის რაიონის დაცხრილვაში უკრაინელი სამხედროები დაადანაშაულა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...