დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე ხმაური და დაპირისპირებაა
დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე დილიდან ხმაური და დაპირისპირებაა. მოვაჭრეებსა და ბაზრის ადმინისტრაციის თანამშრომლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მოვაჭრეების განცხადებით, შეიტყვეს, რომ სავაჭრო ობიექტი 6 თვით სარემონტო სამუშაოების გამო იხურება.
მოვაჭრეების განცხადებით, ისინი მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში არიან და მერიამ ალტერნატიული ტერიტორიაც არ შესთავაზა, სადაც მუშაობას გააგრძელებენ. აქციის მონაწილეებმა დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე გზაც გადაკეტეს, რომელიც მოგვიანებით სამართალდამცველებმა აღადგინეს.
„ეს არის ბოლო წვეთი, ყველა ემიგრანტი ვერ გავხდებით. ყველა სამშობლოს ვერ მივატოვებთ. აქ მოვიდეს კახა კალაძე, ხვიჩა მაქაცარია. სახელმწიფომ გააკეთოს ამ ბაზრის დეცენტრალიზაცია“,-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
მოვაჭრეები თბილისის მერთან შეხვედრას მოითხოვენ და აღნიშნავენ, რომ თუ მათ ვაჭრობის საშუალება არ მიეცემათ, პროტესტის სხვა ფორმას მიმართავენ და უკვე ცენტრალურ მაგისტრალს გადაკეტავენ.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.