Jump to content
Planeta.Ge

გაერო: რუსეთის ჯარებმა ომის დასაწყისში უკრაინის ოთხ რეგიონში ჩაიდინეს დანაშაულების დიდი უმრავლესობა


გაეროს ანგარიშში, რომელიც 18 ოქტომბერს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ რუსეთის ჯარები პასუხისმგებელი არიან უკრაინის ოთხ რეგიონში ომის პირველი კვირების განმავლობაში ადამიანის უფლებების დარღვევათა „დიდი უმრავლესობისთვის“, მათ შორის სამხედრო დანაშაულებისთვის.

უკრაინის საკითხების დამოუკიდებელმა საერთაშორისო საგამოძიებო კომისიამ ჩაატარა მოვლენათა დოკუმენტაცია კიევის, ჩერნიგოვის, ხარკოვისა და სუმის ოლქებში 2022 წლის თებერვლის ბოლოსა და მარტის დასაწყისში.

კომისიამ დაადგინა, რომ რუსეთის ჯარები განურჩევლად ბომბავდნენ ტერიტორიებს, რომელთა დაკავებასაც ცდილობდნენ და თავს ესხმოდნენ სამოქალაქო პირებს, რომლებიც გაქცევას ცდილობდნენ.

"უკრაინაში ჩადენილია მთელი რიგი სამხედრო დანაშაულები, ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონის დარღვევები“, - ნათქვამია გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს ანგარიშში.

კომისიამ დაადგინა სიკვდილით დასჯის, უკანონო დაპატიმრების, წამების, არაადამიანური მოპყრობის, გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის რეგულარული შემთხვევები, რომლებიც რუსეთის ჯარების მიერ დაკავებულ ოთხ რეგიონში ხდებოდა.

ანგარიშის თანახმად, მაშინ, როცა რუსეთის ჯარები პასუხისმგებელი არიან „გამოვლენილი დარღვევების დიდი უმრავლესობისთვის, უკრაინის ჯარებმაც ჩაიდინეს საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონის დარღვევები ზოგიერთ შემთხვევაში, მათ შორის ორი ინციდენტი კვალიფიცირდება როგორც სამხედრო დანაშაული.“

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...