პარიზის ოლიმპიადაზე დღეს ორი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს კიდევ ორი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, დღეს ძიუდოისტები ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ეთერ ასკილაშვილი (63 კგ) იასპარეზებენ.
ძიუდოს ტურნირი თბილისის დროით, 12:00 საათიდან დაიწყება.
ცნობისთვის, ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში (ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი ასპარეზობს.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.