რუსული კანონის წინააღმდეგ სარჩელს საკონსტიტუციოში „გონივრულ ვადაში“ განიხილავენ
რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში შესული სამივე სარჩელი ერთ წარმოებად გაერთიანდება და ისე განიხილება.
ამის შესახებ დღეს, 29 ივლისს, ჟურნალისტებს განუცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მერაბ ტურავამ.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელები შეტანილი აქვთ:
- პრეზიდენტს,
- 121 მედია და სამოქალაქო ორგანიზაციას,
- საპარლამენტო ოპოზიციას
როგორც ტურავამ განაცხადა, საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას „გონივრულ ვადებში“ მიიღებს, თუმცა ვერ ამბობს, მოესწრება თუ არა განხილვა 3 სექტემბრებამდე.
ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ საქართველოს პარტნიორების შეფასებით, ეს რუსული კანონია და ამ კანონით ქვეყანა რუსეთისკენ წავა, ტურავა პასუხობს:
„ვნახავთ, წავიკითხავთ… რომელ რუსეთში? ჩრდილოეთისკენ? რა ვიცი, მე ყოველი შემთხვევისთვის ასეთი მიმართულება ჩემი თავისთვის და ქვეყნისთვის არ მიმიცია. არ მგონია, რომ ჩვენი სახელმწიფოს იდეა და მიზანი ჩრდილოეთისკენ სვლა იყოს[…]
წლების მანძილზე ვიყავი სტიპენდიატნიც, მქონდა პრემიაც და სხვადასხვაგვარი უცხოური დაფინანსება“, – განუცხადა „ტვ პირველს“ ტურავამ.
ამასთან ტურავას თქმით, არავის დავალებას, მათ შორის „ქართული ოცნებისას“, არ შეასრულებს.
დაანონსებულია სანქციების პაკეტის გაფართოება.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.