Jump to content
Planeta.Ge

დღეს საგარეო უწყებაში უცხოელ დიპლომატებს EU-ს 9 ნაბიჯის “შესრულების ანგარიშს” გააცნობენ


დღეს, 29 ივლისს, საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ევროკავშირის 9 ნაბიჯის “შესრულების ანგარიშს” გააცნობენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ შეხვედრის შესახებ ანონსი არ გაუვრცელებია, თუმცა ასეთი ღონისძიების შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს რამდენიმე საელჩოში დაუდასტურეს. პასუხს ნეტგაზეთი საგარეო საქმეთა სამინისტროსგანაც ელის.

ნეტგაზეთის ინფორმაციით, საგარეო უწყებაში შეხვედრა 16:00 საათზეა დაგეგმილი.

შეხვედრას ევროკავშირის ელჩის ნაცვლად დაესწრება მისი მოვალეობის შემსრულებელი. როგორც ნეტგაზეთს ევროკავშირის წარმომადგენლობაში განუცხადეს, ელჩი პაველ ჰერჩინსკი შვებულებაშია.

ნეტგაზეთს რამდენიმე საელჩოში, მათ შორის შვედეთისა და ლიეტუვის  წარმომადგენლობებში უთხრეს, რომ საგარეო შეხვედრაზე ელჩების ნაცვლად მივლენ საელჩოს სხვა თანამშრომლები. ასევე, გერმანიის საელჩოში განგვიცხადეს, რომ შეხვედრაში მონაწილეობას ელჩის მოადგილე მიიღებს.


ევროკომისიამ საბჭოს რეკომენდაცია მისცა, მიანიჭოს საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანა გადადგამს 9 ნაბიჯს.

თუმცა მას შემდეგ, რაც საქართველოში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ რუსული კანონი მიიღო, ევროკავშირის წარმომადგენლებმა, მათ შორის ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. რუსული კანონის მიღებამდე „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირის ლიდერებმა არაერთგზის მოუწოდეს, რომ კანონი ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება.

ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...