გიორგი გახარია - მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გამოაქვეყნონ ყველა განკარგულება... ეს განკარგულებები, რომ გამოქვეყნდეს, "ოცნება" არჩევნებს მოიგებს კი არა, ბევრი ქვეყნიდან გაიქცევა (ვიდეო)
"მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გამოაქვეყნონ ყველა განკარგულება. მათ თუ უნდათ ეს არჩევნები იყოს ღია და კონკურენტული, საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ინფორმირებული არჩვანის გაკეთების შესაძლებლობა, მაშინ ყველაფერი უნდა გამოაქვეყნონ. ბევრად უფრო რთული იქნება მათთვის არგამოქვეყნებული განკარგულებები. ამ პატარა, მშიშარა, კორუმპირებულ ბიჭებს ჰგონიათ, საქართველოს მოქალქეებს რომ ფული მოპარეს, ვინმეზე მაღლა დადგნენ. ეს განკარგულებები, რომ გამოქვეყნდეს, "ოცნება" არჩევნებს მოიგებს კი არა, დარწმუნებული ვარ, მეორე დღესვე ბევრი ძალიან ცნობილი ადამიანი, ქვეყნიდან გაიქცევა. ამიტომ, ის გონიერი ადამიანები, ვინც ჯერ კიდევ დარჩნენ "ოცნებაში", თავად უნდა ითხოვდნენ ამ განკარგულებების გამოქვეყნებას, წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხისმგებლობას კოლექტიურად გაინაწილებენ."
გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი.
ვიდეო:
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.